„ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი", ასე მიმართა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.
ოქრუაშვილს, რომელმაც დღეს ბუტა რობაქიძის საქმეზე ჩვენება მისცა, დაკითხვის დასრულების შემდეგ, სოსო რობაქიძემ რამდენიმე შეკითხვაზე პასუხი მოსთხოვა.
„როგორც თქვენ თქვით, ოპოზიციაში იმიტომ გადადიოდით, რომ გახშირდა კაცის კვლა პარტიაშიო. რაღაც არ მოგწონდათ აშკარად. თქვენ, შესაძლოა, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ.
ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები - იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.
ოქრუაშვილმა რობაქიძის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:
„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“.
აღნიშნულზე კი, სოსო რობაქიძემ მიმართა ოქრუაშვილს და აღნიშნა, რომ „შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, სანამ მე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.