სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის (Noble Partner) დაგეგმვის კონფერენცია გაიხსნა. სწავლების დაგეგმარების კონფერენციაზე წვრთნების ჩატარების დეტალები დაზუსტდება.
კონფერენციის მონაწილეებს სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ მიმართა და მრავალეროვნული წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციის დაწყებამდე კი აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა გასული წლების სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე ქართველი ოფიცრები და სერჟანტები წვრთნების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის სხვადასხვა მედლით დააჯილდოვეს.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება, რომლის მიზანიცაა სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა.
სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.