ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე ოთისწყლის კალაპოტის გასწვრივ გაბიონებისა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები აპრილში დაიწყო და უახლოეს ხანში დასრულდება 1750 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა.
პროექტის განხორციელების საჭიროება გასული წლის მაისში სტიქიის შემდეგ გაჩნდა, როცა ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ოთისწყალმა პრობლემები შეუქმნა სოფელ ოთისა და დაბა ასპინძის მოსახლეობას. მოვარდნილმა ნიაღვარმა მთლიანად გაანადგურდა მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული ნათესები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ხიდები. ღვარცოფი შევარდა საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში.
ასპინძელების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, წლების განმავლობაში ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
რეგიონული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი მილიონ შვიდი ათასი ლარი, ნაპირსამაგრი სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 ახალი ხიდის აშენებას მოხმარდა.

სამუშაო პროცესს დღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლევან ცაბაძესთან ერთად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.