დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებთან - “Nord Pool”-თან და “Bluberries”-თან საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხები განიხილა
26-02-2018, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიების „Nord Pool AS“-ისა და „Bluberries GmbH“-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის არსებულ ვითარებასა და მისი განვითარების ძირითად მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს გააჩნიათ ევროპის ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრის მართვის დიდი გამოცდილება, ამდენად, მათი რეკომენდაციები საქართველოპში შესაბამისი სექტორის რეფორმის მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ისინი მიაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოში შეიქმნას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი და ქვეყანა გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი.

 


„Nord Pool AS“ ელექტროენერგიის უმსხვილესი ბაზარია ევროპაში. კომპანია ოპერირებს ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში და ევროპის 15 ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის ნომინირებული ოპერატორია (NEMO). გარდა ამისა, „Nord Pool AS“ ემსახურება ბულგარეთისა და ხორვატიის ბაზრებს. სკანდინავიის ბაზარზე მოხმარებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი „Nord Pool“-ზე ივაჭრება. „Nord Pool AS“ მსოფლიოს პირველი მულტინაციონალური ენერგო ბირჟა იყო. „Nord Poo“l „ერთი დღით ადრე“ და „შიდა დღიურ“ ბაზრებზე ვაჭრობის საშუალებას იძლევა. დღეს „Nord Pool AS“-ს 20 ქვეყანაში 380 წევრი ჰყავს, მათ შორის საჯარო და კერძო ენერგომწარმოებლები, საინვესტიციო კომპანიები, ბანკრები და ფინანსური ინსტიტუციები.

 


„Bluberries GmbH“ მიუნხენში, 2011 შეიქმნა ენერგოინდუსტრიისთვის საკონსულტაციო მომსახურების მიზნით.

 


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი