„ალგეთში“ წვრთნის სერჟანტის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
26-02-2018, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ დღეს წვრთნის (DRILL) სერჟანტის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას „უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის” მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე დაესწრო. მან ცამეტ კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

 

 

სწავლება მიზნად მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი წვრთნის (DRILL) სერჟანტების მომზადებას ისახავს, რომლებიც შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკრუტთა პირად შემადგენლობას გაწვრთნიან. ტრენინგი ამერიკული "დრილსერჟანტის" კურსის ანალოგია და სამწყობრო და ფიზიკური მომზადების ჩატარების მეთოდიკას მოიცავს.

 

 

კურსის მსვლელობისას მსმენელებმა ლექციის ჩატარების, სამწყობრო და ფიზიკური მომზადების მეთოდიკა, ასევე პრაქტიკული სროლების ჩატარების მეთოდიკა გაიარეს.

 

 

წვრთნის (DRILL) სერჟანტის კურსი 5 კვირის განმავლობაში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში მიმდინარეობდა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი