ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განცხადებითი, თუშეთის ახალი გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა გააპროტესტეს, დასრულებული არ არის და მასზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს, უთანხმოება კი იმის გამო წარმოიშვა, რომ „ზემო ალვანის მოსახლეობას უნდა რომ გაკეთდეს ეს გზა, ქვემო ალვანის მოსახლეობა კი წინააღმდეგია“.
როგორც იოსებ ქარუმაშვილმა GUARDIAN.GE-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე არსებობს ბირკიანი-ხადორის გზის მშენებლობის პროექტი, თუმცა დამტკიცებული არც ეს არის.
ახმეტის მერმა მოსახლეობის პროტესტის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადგილობრივების გარკვეული ნაწილის აზრით, თუშეთის ახალი გზის აშენების შემთხვევაში, არსებული გზა, რომელიც ბარს ომალოსთან აკავშირებს, ყურადღების მიღმა დარჩება. მერის განმარტებით, ადგილობრივი თუშები, რომლებსაც ომალოში სასტუმროები აქვთ, მიიჩნევენ, რომ თუკი ძველი გზა ამორტიზებული გახდება და ახალი გზა მის ალტერნატივად იქცევა, ისინი ახალი, ძველი გზის ალეტრნატიული გზიდან საკმაოდ მოშორებით აღმოჩნდებიან.

(ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, 2018 წელი, იანვარი, GUARDIAN.GE-ს ფოტო)
„პროექტის მთლიანი ნაწილი არ არის ჯერ განხილული. ახმეტაში ჩამოსულები იყვნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები პროექტით გათვალისწინებული 6-კილომეტრიანი მონაკვეთის განსახილველად. შეხვედრაზე გახლდით მეც. მოსახლეობას მთლიანი პროექტი აინტერესებდა, თუმცა, ჯერჯერობით მთლიანი პროექტი არ არსებობს, ის დამუშავების პროცესშია და რომ დასრულდება მასზე მუშაობა, აუცილებლად იქნება მოსახლეობასთან განხილული.
„ეს არის ბირკიანი-ხადორის არსებული გრუნტოვანი გზა, სადაც ასფალტის საფარი უნდა მოეწყოს. ხადორიდან კი, სავარაუდოდ, თუშეთის ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. რაც შეეხება თუშეთის გზის მშენებლობას, ეს პროექტი ჯერ არ ჩამოსულა განსახილველად და ველოდებით.
„ზემო ალვანის მოსახლეობას უნდა რომ გაკეთდეს ეს გზა, ქვემო ალვანის მოსახლეობა კი წინააღმდეგია. თუმცა, მოხდა უკვე რაღაც შეთანხმება და ალბათ, პროცესები კარგად წარიმართება.
„არსებული დღევანდელი თუშეთის გზა ადის სოფელ ომალოში, სადაც ადგილობრივ თუშებს აქვთ სასტუმროები და ფიქრობენ მათი მეპატრონეები, რომ ახალი გზის მშენებლობის შემთხვევაში, ძველ გზას არ მიეხედება და მათ უშორდებათ თავიანთ სასტუმროებამდე მისასვლელი გზა.
მე ვერ ვიტყვი რომ სოფელია წინააღმდეგი, რამდენიმე დაინტერესებულმა პირმა გამოთქვა პროტესტი, დაახლოებით, 15-20-მა ადამიანმა", განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა, რომლის ვარაუდით, 2018 წლის განმავლობაში აღნიშნული გზის მშენებლობა ვერ მოესწრება. იმის გამო, რომ ჯერჯერობით საპროექტო სამუშაოები დასრულებული არ არის, ზუსტი მონაცემები გზის მშენებლობის თანხებთან, თარიღებთან და ა.შ. დაკავშირებით, არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.