ვლადიმერ პუტინმა დამასკოს გარეუბანში, აღმოსავლეთ ღუთაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო
26-02-2018, 19:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამასკოს გარეუბანში, აღმოსავლეთ ღუთაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. იგი სამშაბათს, 27 თებერვლიდან დაიწყება და მოიცავს „ჰუმანიტარული დერეფნის“ შექმნას, რათა საშუალება მიეცეთ მშვიდობიან მოქალაქეებს დატოვონ ტერიტორია.

 


როგორც BBC იუწყება, პუტინის გადაწყვეტილება რუეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დრო ყოველდღიურად ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან 14:00 საათამდე იქნება განსაზღვრული.

 


მან აღნიშნა, რომ დერეფნის შესახებ მეტი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გავრცელდება.

 

 

გაეროს უშიშროების საბჭომ შაბათს, რამდენიმედღიანი დებატების შემდეგ, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც სირიაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, რომ მოხერხდეს დახმარების შეტანა და სამედიცინო ევაკუაცია, თუმცა, როგორც BBC იუწყება, ზოგიერთი ყველაზე დიდი ჯიჰადისტური ჯგუფი და მათი პარტნიორები დროებითი ზავის ფარგლებში არ არიან მოქცეული, რაც რეზოლუციის რეალური შედეგის შესახებ შეკითხვებს წარმოშობს.

 

 

 


ღუთას ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მსოფლიო ლიდერების შეშფოთების საგანია. იქ შექმნილი ვითარება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის მიერ აღწერილი იქნა როგორც „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“.

 

 

შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ნიკი ჰეილიმ გააკეთა მოწოდება, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ მოხდეს, მაგრამ აღნიშნა, რომ იგი სკეპტიკურადაა განწყობილი იმის მიმართ, რომ ამას სირია შეასრულებს.

 


ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთს „მოლაპრაკებების გაჭიანურებაში“ დასდო ბრალი. მან თქვა: „სამი დღე დაგვჭირდა ამ რეზოლუციის მისაღებად და ამ ხნის განმავლობაში, რამდენმა დედამ დაკარგა თავისი ბავშვი დაბომბვების შედეგად?“

 


საფრანგეთის წარმომადგენელმა გაეროში ფრანსუა დელატრემ ასევე განაცხადა, რომ ქმედება ძალიან „დაგვიანებული“ იყო. მან პარასკევს თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობა შესაძლოა, საერთოდაც გაეროს არსებობის დასრულების საწინდარი გამხდარიყო.

 


რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კი განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნებოდა შესაძლებელი ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე და იგი თავს დაესხა იმას, რაც მისი თქმით, ამბოხებულების მიერ დაკავებულ აღმოსავლეთ ღუთაში არსებულ მდგომარეობაზე პროპაგანდას წარმოადგენს.

 

 

„ჩვენ ვიცით, რომ სირიაში ჰუმანიტარული მდგომარეობა შემაძრწუნებელია და საჭიროებს დაუყოვნებელი ზომების მიღებას“, განაცხადა მან და დაამატა:

 


„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აღმოსავლეთ ღუთაში ჩართულობა, არამედ დახმარება სირიის ყველა ნაწილში უნდა იქნა შეტანილი“.

 


რა მდგომარეობაა აღმოსავლეთ ღუთაში?

 


აქტივისტების განცხადებით, კვირის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისას სირიის სამთავრობო ძალებმა დამასკოსთან ახლოს მდებარე მეამბოხეთა ანკლავში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

 


აღმოსავლეთ ღუთაში დაღუპულთა შორის 121 ბავშვია, განაცხადა დიდ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიულმა ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო მონიტორინგის ჯგუფმა, როგორც ამას BBC იუწყება.

 


სირიის სამთავრობო ძალებმა, რომელსაც მხარს რუსები უჭერენ, ღუთას ტერიტორიაზე იერიშები ერთი კვირის წინ დაიწყეს.

 

 

 


შაბათს, სირიულმა სადამკვირვებლო ჯგუფმა განაცხადა, რომ სულ მცირე 29 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 17 ბავშვი იქნა მოკლული მთავარ ქალაქ დუმაში და ამ კვირაში მსხვერპლის საერთო რიცხვმა 500-ზე მეტი შეადგინა.

 


ჯგუფის განცხადებით, დარტყმები როგორც სირიული, ისე რუსული თვითმფრინავებით იქნა განხორციელებული, თუმცა რუსეთი უარყოფს პირდაპირ ჩართულობას.

 


ბომბები და ყუმბარები იმ ადგილებში იქნა ჩამოგდებული, სადაც დაახლოებით 393 000 ადამიანია ალყაში მოქცეული.

 


დახმარების ჯგუფების ცნობით, კვირის შემდეგ რამდენიმე საავადმყოფო მწყობრიდან არის გამოსული.

 


სირიის მთავრობამ უარყო, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა ყოფილიყო და განაცხადა, რომ იგი აღმოსავლეთ ღუთას „ტერორისტებისაგან“ გათავისუფლებას ცდილობს - ტერმინი, რომელსაც სირია როგორც ჯიჰადისტი მებრძოლების, ისე იმ მეამბოხეთა ძირითადი დაჯგუფებების მიმართ იყენებს, რომელთაც ანკლავი უპყრიათ ხელთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი