საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი განიხილა
26-02-2018, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს და ხაზი გაუსვა მომხდარზე საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაერო-ს შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაერო-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხდარზე და აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ ეს მორიგი ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

 

 

როგორც მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, იგი კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ პრობლემატიკას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი მიდგომის მნიშვნელობას და გამოხატა შემდგომი მხარდაჭერა ამ პროცესისადმი, კერძოდ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებისა და ფორმატის გაძლიერების აუცილებლობას.

 

 

ანტონიო გუტიერეშმა დაადასტურა, რომ გაერო მომავალშიც გააგრძელებს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.

 

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული განვითარების გზაზე, მინისტრმა გენერალურ მდივანს ასევე გააცნო ღია მმართველობის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ინიციატივები და პრიორიტეტული სფეროები. მიხეილ ჯანელიძემ გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი