თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც მან სამხედრო ფორმაში ჩაცმულ გოგონას უთხრა, რომ იგი დიდებას მოიხვეჭდა, თუკი ბრძოლის დროს იქნებოდა მოკლული.
„თუკი ის მოწამებრივად მოკვდებოდა, მას დროშით შემოსავდნენ“, უთხრა ერდოღანმა მმართველი პარტიის ყრილობაზე, მოქვითინე გოგონას. მისი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
პრეზიდენტის მხარდამჭერები გასძახოდნენ: „მეთაურო! წაგვიყვანე აფრინში!“
თურქეთი 20 იანვრიდან სირიის ტერიტორიაზე, აფრინის რეგიონში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით „ზეთისხილის რტო“ ატარებს.
ერდოღანის სიტყვა აღწერილი იქნა, როგორც „ბავშვის შეურაცხყოფა“ და სიკვდილის ქება-დიდების შესხმა.
როგორც BBC იუწყება, ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ჯარისკაცის მსგავსად ჩაცმული მოზარდი გოგონა, ჩანდა, რომ ერდოღანის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა იგი სცენაზე მიიწვია.
„შეხედე, რას უყურებ აქ! გოგონავ, რას აკეთებ აქ? ჩვენ გვყავს ჩვენი წაბლისფერი ბერეტები აქ, მაგრამ წაბლისფერი ბერეტები არასდროს ტირიან“, უთხრა ერდოღანმა და ამით მას იმ თურქული სპეცოპერაციის ძალების წარმომადგენლებზე მიანიშნა, რომლებიც ბერეტებს ატარებენ.
„მას ასევე აქვს თურქული დროშა მის ჯიბეზე... თუკი ის მოწამეობრივად აღესრულება, მას დროშას გადააფარებენ, ღმერთის ნებით“, თქვა ერდოღანმა ყრილობაზე შაბათს, სამხრეთში მდებარე ქალაქ კაჰრამანმარასში.
„ის მზად არის ყველაფრისთვის, არა?“ გოგონამ უპასუხა: „დიახ“.
ამის შემდეგ ერდოღანმა მას სახეზე აკოცა და ნება დართო რომ წასულიყო. გოგონას ვინაობა არ დასახელებულა და არც ისაა ცნობილი, თუ რატომ ეცვა მას სამხედრო ფორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.