ნატახტარის მიმდებარედ, ცენტრალური ავტომაგისტრალი სრულად არის პარალიზებული, მიზეზი - ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ტატუნაშვილის ახლობლების აქციაა
26-02-2018, 21:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო პირის, ახალგორიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალის ორივე მიმართულების მონაკვეთი აქვთ გადაკეტილი და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვენ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოსვენებას.

 


ადგილზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომელთა შორისაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა და მისი მხარდამჭერებიც იმყოფებიან, დაპირსპირებასაც ჰქონდა ადგილი.

 

 

გადაკეტილი მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის მამა სამართალდამცველებმა გაიყვანეს, იმ მიზნით, რომ იგი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდეს.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი