გვიან ღამით გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის დიდი ნაწილი გაანადგურა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია მე-2 და მე-3 სართულზე მდებარე სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა.
მაღაზიის მეპატრონეები ეჭვობენ, რომ ხანძარი ბაზრობაზე მიზანმიმართულად გააჩინეს. მათი თქმით, შენობაში ელექტროსისტემა ახალი გამოცვლილია, შესაბამისად გამორიცხავენ, რომ ხანძარი სადენების გაუმართაობის მიზეზით გაჩენილიყო.
მაღაზიების მეპატრონეთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ და ზარალი ათასობით ლარს აღწევს.
ადგილზე ხანძრის ჩაქრობას 40-მდე სახანძრო ბრიგადა და ათობით მეხანძრე მაშველი ცდილობდა.
პირველადი ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვადრატული მეტრის ფართობი.
„ეს არის ძალით გადამწვარი, ივანიშვილმა მთელი საქართველო ხომ იყიდა მაგ ფულის მონამ, კიდევ იყიდის ბევრს. ინტერესი ერთადერთი ივანიშვილს ჰქონდა. როგორც კარფური უნდა ააშენოს აქ,ისე ჰქონდა ამის ინტერესი“, აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.