არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა, განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურად ჯიოევმა და ხაზი გაუსვა, რომ „ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით“.
„საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით, სოფელ ერგნეთთან ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ავუხსენით საქართველოს წარმომადგენლებს, რომ იმისთვის, რომ არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, უფრო მეტი ობიექტურობისთვის, მასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გაიგზავნა. ჩვენ ველოდებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის რეზულტატებს, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება მზად. ამის შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარი, ექსპერტიზის დასკვნის ასლთან ერთად ქართულ მხარეს გადაეცემა. ჩვენ ვთვლით ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება“, განაცხადა მურად ჯიოევმა და დაამატა, რომ დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, ამ დრომდე ახალგორში იმყოფება და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.