„ჩვენი მთავრობა თუ დროზე არ ჩაერთვება მაქსიმალურად ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხის გადაწყვეტაში, ეს პროტესტი გახდება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი“ - დავით ქაცარავა
27-02-2018, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ამ დრომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ყოფილი ქართველი სამხედრო პირის, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დაწყებული ხმაურიანი საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან პირობის მიღების შემდეგ შეწყვიტეს.

 


ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ორშაბათ საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი მას შემდეგ გადაკეტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემაზე უარი განაცხადა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ მოტივით, რომ გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დამოუკიდებელი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

 


„თუ გონს არ მოეგება ის სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი და ჩვენი მთავრობა თუ დროზე არ ჩაერთვება მაქსიმალურად ამ საკითხის გადაწყვეტაში, ეს პროტესტი გახდება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი“, განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.

 


ადგილზე ჩასულმა დევნილთა მინისტრმა, რომელიც ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს გაესაუბრა, თქვა, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის ცხედრის გადმოსასვენებლად ყველა ბერკეტს იყენებს, მაგრამ ოკუპაციის პირობებში ქართული მხარის მოქმედების არეალი შეზღუდულია.

 


„ძალიან კარგად იცით, ვის ხელშიც არის ამ ვითარების ბერკეტი. გზას გადავკეტავთ თუ რასაც გავაკეთებთ, ამითი ვავნებთ ჩვენ თავს და ჩვენ სახელმწიფოს... აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ როდესაც ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული და ოკუპანტი არის რუსეთი, კარგად მოგეხსენებათ რა ბერკეტებიც გვაქვს“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი