საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგას ეწვევა და ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლატვიის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გაიმართება. სამიტზე მიღებული იქნება დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს შესახებაც იქნება საუბარი.
ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე დასწრებას გეგმავს რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი, უკრაინის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.