რუსეთის გამოძიებამ რუსი ჟურნალისტის ანატოლი კლიანის მკვლელობის ორგანიზებაში უკრაინის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლაი მალომენი დაადანაშაულა. ინფორმაციას რუსული ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელზე, სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მალომენს დონეცკის დივიზიის საზენიტო-სარაკეტო პოლკის საჰაერო სამეთაურო ნაწილის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, სწორედ მან გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება 2014 წელს იმ ავტობუსის მიმართულებით, რომელშიც „პირველი არხის“ ოპერატორი იმყოფებოდა. კლიანი დაიჭრა და მალევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანაში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.