ომბუდსმენი: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება, ალბათ, იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინოს
27-02-2018, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, „არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ალბათ იმ მიზანს ემსახურება, რომ ექსპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინოს".

 

 

ამის შესახებ ლომჯარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

„გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რომ ცხინვალის მხარე და ოკუპანტი სახელმწფო ცხედრის გადმოცემას დააგვიანებდა. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი 2014 წელსაც, როდესაც საქართველოს მოქალაქის ცხედარი იმდენად დაგვიანებით გადმოსცეს ქართულ მხარეს, რომ ექსპერტიზის შედეგად, რეალურად ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების მიზეზები.

 

 

ვვარაუდობ, რომ ცდილობენ, ცხედრის მაქსიმალურად დამალვას, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია, საერთაშორისო მექანიზმებითა და რეაგირების გზით მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა დროულად გადმოიცეს ცხედარი.

 

 

უნდა დავიცვათ იმ ადამიანების ინტერესები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და ვერ ახერხებენ ტერიტორიის დატოვებას“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი