საქართველო სამაგალითოა განხორციელებული რეფორმებით და დემოკრატიის კუთხით რეგიონში, ამის შესახებ „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის“ დელეგაციამ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას, ხაზი გაესვა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობას და განსაკუთრებულ ურთიერთობებს.
„დელეგაციამ, კომიტეტის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, დეივიდ ჰარისისა და კომიტეტის პრეზიდენტ ჯონ შაპიროს ხელმძღვანელობით, პოზიტიურად შეაფასა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული კავშირები და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მათ შემდგომ გაღრმავებას.
აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც სოლიდური, სტრატეგიული დონის კავშირები აქვს მრავალ ქვეყანაში, ასევე მზად არის საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობებში, ისე - საერთაშორისო ორგანიზაციებში.
დელეგაციამ აღნიშნა, რომ მათი ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც მათთვის მისასალმებელი და სასიხარულოა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და ოკუპაციის პრობლემას. გამოითქვა მწუხარება ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო.
ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე. „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტმა“ დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის პროცესში", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.