არჩილ ტატუნაშვილის მამა: ჩემი ერთადერთი ნატვრა ისაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ და დაიტიროს
27-02-2018, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი ერთადერთი ნატვრა ისაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს, აღნიშნული განცხადება არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, მისი შვილის გადმოსვენება ჭიანურდება, რადგან ის ნაწამებია და ამის გახმაურება არ სურთ.

 

 

„ყველა უწყება მუშაობას, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ცხედრის გადმოცემა. იმათთან მოლაპარაკება ძალიან რთულია, ყველა უწყება ჩართულია, რომ დროულად მოხდეს გადმოსვენება. აჭიანურებენ, რადგან ნაწამებია, ნატანჯია და ამის გახმაურება არ უნდათ, არ გაიგოს ყველამ, რომ წამებით მოკლეს ჩემი შვილი. ხელბორკილები დაადეს ისე წაიყვანეს სავარაუდოდ დაბორკილმა გაუწია წინააღმდეგობა, ფიზიკურად ძლიერი იყო, არ ემორჩილებოდა და მოკლეს. ჩემი ერთადერთი ნატვრა ისაა, რომ დედას ცხედარი დაუბრუნონ, რომ დაიტიროს როგორც წესია. დაველოდები კიდევ, თუ არა და არც ერთი რუსეთის მანქანა აღარ გაივლის ამ ტერიტორიაზე”, განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი