Comcast Corp-მა, უდიდესმა საკაბელო ოპერატორმა შეერთებულ შტატებში, სამშაბათს ბრიტანულ სატელევიზიო არხ Sky-ს მისი შეძენის სანაცვლოდ 31 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა შესთავაზა, რითაც რუპერტ მერდოკის Fox-ი და ბობ აიგერის Walt Disney გამოიწვია, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.
„კომკასტმა“, 184 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელმა მედია გიგანტმა, რომელიც NBC-ს და Universal Pictures-ს ფლობს, განაცხადა, რომ იგი სატელევიზიო არხს, თითო აქციის სანაცვლოდ, 12.50 გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, გაცილებით უფრო მაღალ ფასს, ვიდრე ამას „ფოქსი“ დათანხმდა, რომელიც ერთ აქციაში 10.75 ფუნტი სტერლინგის გადახდას აპირებდა. „სქაიში“ აქციების ფასი 18 პროცენტით გაიზარდა.
ევროპის გასწვრივ, 23 მილიონ მობინადრეზე გასულ და ტექნოლოგიური ინოვაციებით ცნობილ ტელეარხ „სქაის“, უკვე გაცხადებული ჰქონდა თანხმობა იმის თაობაზე, რომ მერდოკის „21-ე საუკუნის ფოქსს“ მიეყიდებოდა, მაგრამ პროცესი მედია მაგნატის დიდ ბრიტანეთში მედიგავლენის გამო გადაიდო. ამან კი გაართულა ცალკე აღებული 52 მილიარდიანი შეთანხმების მიღწევა, რომელიც „დისნეის“ მიერ „ფოქსის“ - „სქაის“ ჩათვლით - აქტივების ყიდვას ეხებოდა.
„სქაი და კომკასტი შესანიშნავ შესაბამისობაში არიან: ჩვენ ორივე ლიდერები ვართ კონტენტის შექმნასა და დისტრიბუციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სქაი ბრწყინვალე კომპანიაა“, განაცხადა კომკასტის აღმასრულებელმა ოფიცერმა, 58 წლის ბრაიან ლი რობერტსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.