კახა კალაძე: თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია მზად არის, შეხვდეს თანამშრომლებს და მათი საკითხი ინდივიდუალურად გადაწყვიტოს
27-02-2018, 15:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია მზად არის, რომ ინდივიდუალურად შეხვდეს თანამშრომლებს და მათი საკითხი ინდივიდუალურად გადაწყვიტოს.

 

 

კალაძემ ამის თაობაზე განცხადება სავაჭრო ცენტრ „თერგის“ ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, დაზიანებული ტერიტორიის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

 

 

„მანამდე იმ ადამიანებს, ვისი საქონელიც გადარჩა, მიეცემათ შესაძლებლობა გვერდით ფართებში გადანაწილდნენ. როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, აქ მომუშავე ადამიანებს მიეცემათ შეღავათიანი ვადები, იგულისხმება იჯარის თანხა.... როგორც ადმინისტრაცია საუბრობს, აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე რამდენიმე თვის წინ ელექტროგაყვანილობა მთლიანად შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ობიექტი იყო, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართული იყო. ახლა, ალბათ გამოძიება დაადგენს თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზები“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი