ვიცე პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს ფილიპო გრანდის შეხვდა. შეხვედრა ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ლტოლვილთა კომისარის ოფისთან საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და დევნილთა მდგომარეობის საკითხზე საუბრისას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლეს კომისარს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების შესახებ.
გაეროს უმაღლესმა კომისარმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია მომხდარზე რეაგირება, საკითხი განხილული უნდა იქნას შესაბამის ფორმატებში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის შესახებ. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.