საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე აქტიურად მუშაობს, რაც შეეხება ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს, მინისტრის თქმით, მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორმატში დააყენებს და ყველა ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა „ეს ფაქტი არ დარჩეს უბრალო ფაქტად".
„მინდა, მივუსამძიმრო არჩილ ტატუნაშვილის დედას, მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ მათი ტრაგედია, ეს ჩვენი ყველას ტრაგედიაა, როდესაც რუსეთის ოკუპაციის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლებასთან ერთად ამგვარი ტრაგიკული ამბების მომსწრენი ვხდებით. მინდა, როგორც ჩემმა კოლეგებმა უკვე არაერთხელ თქვეს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენი ხელისუფლება ყოველწუთიერად აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ, დე ფაქტო, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ამ საქმეში ჩართულ პირებთან, რათა რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ ცხედარი, იმისთვის, რომ შევძლოთ მას მივაგოთ პატივი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის და რაც მთავარია ოჯახისთვის”, განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.