მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
„საკითხს პროკურატურა სწავლობს. ჩვენ ვერკვევით იმ განცხადების დეტალებში, რომელიც კონკრეტული პირის მხრიდან გავრცელდა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყება-არდაწყების თაობაზე”, განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყება გიორგი სანაიას ოჯახმა მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.