პუტინის ბრძანების მიუხედავად, საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გრძელდება სირიის დედაქალაქის გარეუბანში, სადაც „ჰუმანიტარული პაუზა“ უნდა შესულიყო ძალაში
27-02-2018, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუთაში ბრძოლები გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ სირიის მოკავშირე რუსეთის მთავრობის მიერ ორშაბათს, ყოველდღიურად ცეცხლის 5 საათით, ადგილობრივი დროით დილის 09:00-დან 14:00 სთ.-მდე, შეწყვეტის ბრძანება გაიცა.

 


აქტივისტების განცხადებით, სირიის მთავრობამ არაერთი საჰაერო და საარტილერიო დარტყმა განახორციელა, მაშინ როცა სახელმწიფო მედიამ ბრალი დასდო ამბოხებულებს იმ „ჰუმანიტარულ დერეფანზე“ საარტილერიო ცეცხლის დაშენაში, რომლის გავლითაც მშვიდობიანმა მოქალაქეებმა უნდა დატოვონ ტერიტორია.

 


აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც BBC იუწყება, გაეროს დახმარება და სამედიცინო ევაკუაცია არ განხორციელებულა.

 


უფრო ადრე, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთს, გამოიყენოს მისი გავლენა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რამდენიმედღიანი დებატების შემდეგ შაბათს ერთსულოვნად მიღებული რეზოლუცია ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის თაობაზე, რეალურად ამოქმედდეს. თუმცა, უშიშროების საბჭოს, ცეცხლის შეწყვეტის დაწყების კონკრეტული თარიღი არ მოუცია.

 


სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, რომელიც დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ ღუთაში მდგომარეობა საგრძნობლად მშვიდი იყო, მაგრამ რუსეთის მიერ დაწესებული „ჰუმანიტარული პაუზის“ პირველი ორი საათის განმავლობაში ქალაქებზე - დუმაზე, ჰარასტასა და მიზრაბაზე არაერთი საარტილერიო ცეცხლი იქნა გაშვებული, მოგვიანებით კი ქალაქ ალ-შიფუნიაზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა და ორი ბომბი ჩამოვარდა, ხოლო ანკლავში სარაკეტო ცეცხლი იყო გახსნილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი