შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს
27-02-2018, 17:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს. დღეს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე კულმინაციური სწავლება გაიმართა.

 

 

საჩვენებელი სწავლების ფარგლებში, რქბ ასეულმა ქიმიურ დაბინძურებაზე რეაგირება მოახდინა. დაზვერვის ოცეულის მიერქიმიური ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა პერსონალისა და მატერიალის დეკონტამინაცია უზრუნველყვეს. შემაჯამებელ სწავლებას საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე დაესწრო.

 

 

საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სწავლების მესამე ეტაპი ხვალ დასრულდება. წვრთნებში 50-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა რქბ ასეულის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

 

 

წვრთნებში ქართველი სამხედროები 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემულ სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანებს იყენებდნენ.

 

 

საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი