მესტიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გლობალური გარემოს გაუმჯობესებისა და მონიტორინგის მიზნით, თემაზე „გარემოს დაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციის განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სსიპ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და უახლეს ტენდენციებზე ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ დარგის სპეციალისტები: გრიგოლ ლაზრიევი, ნონა ხელაია და ნინო ჩიქოვანი, ასევე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი.
სამუშაო შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.