დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს სტუდენტებმა და თვით ნასწავლმა მხატვრებმა: ანა ნოზაძემ, მარიამ დუდაურმა, მარიამ ოდიშვილმა, თამარ დიდებაშვილმა, გიორგი მთიულიშვილმა, პაატა ხულუზაურმა, რაფიელ რუაძემ, გიორგი აბესაძემ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა ახალგაზრდა მხატვრებს შემოქმედებითი წარმატება უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ინფორმაციას და ფოტომასალას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.