ლადო გუდიაშვილის მოედნის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს სარეაბილიტაციო არეალი კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში პროფესიული წრეების წარმომადგენლები, „ტფილისის ჰამქარი“ და „იკომოსი საქართველო“ (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) იყო ჩართული.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გუდიაშვილის მოედნის დაცვაში იყო ჩართული. იყო ძალიან ბევრი გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შენარჩუნებულიყო ეს მოედანი და მეც ვეთანხმები ამას, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ამ პროექტის შედგენაში ჩართული იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, „იკომოსი“ და „ტფილისის ჰამქარი“. ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დღეს არ გვექნება ოფიციალური ცერემონია, რამდენიმე დღეში გავაკეთებთ ამას, თუმცა სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. პროექტის შემუშავებაში ჩართული მხარეების რეკომენდაციები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და სამუშაოების დაწყება დროში სწორედ ამიტომ გაიწელა“, აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაცია მხოლოდ აღნიშნული კონკრეტული პროექტით არ დასრულდება.
„ჩვენ საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური გეგმები გვაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ძველ თბილისს მოვლა-პატრონობა სჭირდება. უამრავი ძეგლია ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს ის ადგილები და უბნებია, რომლითაც ვამაყობთ“, განაცხადა კალაძემ, როგორც ამას მერიის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.