იანოშ ჰერმანი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე: ეს საქმე ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იწვევს
27-02-2018, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ეხმაურება.

 

 

ჰერმანის თქმით, ევროკავშირი გმობს მომხდარს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. ელჩი იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება უმოკლეს ვადებში მოხდება.

 

 

„ევროკავშირმა ამ ძალიან სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. მე პირადად ვუსამძიმრებ ტატუნაშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც ეს ამბავი ეხება. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ეს საქმე ჩვენს შეშფოთებას და წუხილს იწვევს. ველოდებით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება დაკავებულ ორ მოქალაქეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას მისცემს, ასევე ველოდებით, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული იქნება ყველა სხვა ზომა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშესაწყობად, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი