სამტრედიის გამგებელმა და იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოები დაათვალიერეს
21-05-2015, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტს იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ისინი სამტრედიაში მიმდინარე პროექტებსა და სამუშაოებს გაეცნენ.


სამტრედიის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სოფელ ტოლებში, მდინარე ხევისწყალაზე მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნენ, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. სოფელში უხვი ნალექის პერიოდში ხშირად იქმნებოდა მეწყერისა და ღვარცოფის საშიშროება, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მდინარეზე ჯებირების გამაგრება მოხდა.


იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები სამტრედიაში ქართულ-ჰოლანდიური ინვესტიციებით აშენებული სათბური დაათვალიერეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ,,იმერეთი გრინერი“ უკვე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და აქ მოყვანილი მწვანილი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.


სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას ინიციატივით, სტუმრები დაბა კულაშის სამკერვალო ფაბრიკასაც სტუმრობდნენ. ,,მეთექს ჯორჯია“ თურქული ინვესტიციებით აშენებული სამკერვალოა, რომელიც უმეტესწილად სპორტულ ტანსაცელს აწარმოებს და ის ძირითადად უცხოეთის ბაზარზე იყიდება. იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, სამკერვალოში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, თუმცა ისინი დაბალ ხელფასს იღებენ. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, სამკერვალოს ადმინისტრაცია მათ ამ პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებას დაჰპირდა.


მსგავსი მუშა შეხვედრები იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელებთან პერიოდულად იმართება. როგორც სამტრედიის გამგებელმა აღნიშნა, შეხვედრებზე იმ პროექტების განხილვა მიმდინარეობს, რომელიც რეგიონში ხორციელდება. ვალერი ფოცხვერიას განცხადებით, შეხვედრებზე მუნიციპალიიტეტებში არსებული პრობლემებზეც მსჯელობენ, რომლის გადაწყვეტა მნიშვნელოვანი და აუცილებელია.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი