ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ მინისტრს შეხვდა
27-02-2018, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის პრემიერ მინისტრთან, ჰანი ალ მულქისთან შეხვედრით დაასრულა.

 


მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

 


საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს.

 


„დღეს შევხვდით სენატის თავმჯდომარეს, ასევე, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, პოლიტიკურ ასპექტებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღვნიშნეთ, რომ არის პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მეტად განვავითაროთ. გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა, თუმცა, არის დიდი პერსპექტივა იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკაში - გრიგორ ტაბატაძე ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი