საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობა გრძელდება. პროექტის გასაგრძელებლად თავდაცვის სამინისტრომ ასი ათასი ლარი გამოყო.
მემორიალის იდეის ავტორი ედმონდ მინაშვილი და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მშობლებს დღეს შინდისში შეხვდნენ. მოქანდაკემ და იდეის ავტორმა შინდისში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს პროექტის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი და მეტალის ფიგურების დამზადება ორ თვეში დასრულდება.

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნება.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.