თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული.
მისი თქმით, ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული.
„დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ახლა ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს ჩამოვიყვანთ. ეს საკმარისი არ არის, თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში სრულად მოხდება ჩანაცვლება.
გარდა ამისა, ქვეითთა უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ქალაქში გვაქვს გამოკვეთილი კონკრეტული ადგილები , სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. დღეის მდგომარეობით, გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე მინდა დავავალო გამგებლებს, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე სავალდებულოა ზებრა გადასასვლელებზე დავაყენოთ ღამის განათებები, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და მთლიანად ეს ყველაფერი იქნას მოწესრიგებული", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.