ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და სოფელ არაგვის სამთო-სათხილამურო სკოლის ხელმძღვანელობას შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მერიის თანამშრომლების სოფელში სტუმრობის მთავარი მიზანი ადგილზე სამუშაო პროცესის გაცნობა, პრობლემების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის გზებზე ერთობლივი მუშაობა იყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანმა იმ პრიორიტეტების განხორცილების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების მიმართულებით სკოლების უფრო ფართომასშტაბიან აქტიურობას უნდა მოიცავდეს და მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეების უფრო მზარდ ჩართულობასაც უნდა ითვალისწინებდეს. ამასთან, მერის მოადგილის თქმით, უკვე მომზადებულ მოთხილამურეთა სხვა მუნიციპალიტეტებში მოყვარულთა დონეზე გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობებიც უნდა გაჩნდეს.
საუბარი ასევე ინვენტარსაც შეეხო. აღინიშნა, რომ სკოლა გამართულად ფუნქციონირებს, მაგრამ საჭიროა გაცილებით უფრო მეტი მოსწავლის მოზიდვა, ვიდრე დღესაა.
მერიის ინფორმაციით, ამ და სხვა აქტუალური საკითხების გადასაწყვეტად ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.