“პოზიცია” უხარისხოდ შესრულებული მშენებლობების შესწავლას ითხოვს
21-05-2015, 02:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აშენებული ობიექტებისა და რესტავრირებული შენობების ხარისხის შესწავლას მოითხოვს.

 
როგორც “პოზიციაში“ აცხადებენ, ხშირ შემთხვევაში გარე თვალისთვისაც კი აშკარაა, რამდენად უხარისხოდ არის შესრულებული ესა თუ ის ობეიქტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

 


„პოზიცია“ მიმართავს შესაბამის ორგანოებს, გამოიკვლიონ აღნიშნული საკითხები და პასუხისგებაში მიეცენ ის პირები, რომელთაც უხარისხო მშენებლობებში მიუძღვით წვლილი“,-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.



„უხარისხო მშნებელობების მაგალითია თბილისის დავით აღმაშენებლის გამზირზე შესრულებული სამუშაოები. საკმარისია, რომ მოქალაქე აღნიშნული გამზირიდან რომელიმე იქვე მდებარე ქუჩაზე აღმოჩნდეს, მომენტალურად გააცნობიეროს, თუ რა საშინელ დღეშია უშუალოდ გამზირიდან თვალისთვის მოფარებული ქუჩები და შენობები.

 


აღმაშენებლის გამზირის მსგავსად, „წარმატებით ააშენა“ სააკაშვილმა ქალაქი სიღნაღი და მესტიის მუნიციპალიტეტის სამთო-სათხილამურო ობიექტი, რომელიც პირველივე დიდთოვლობის დროს გამოვიდა ექსპლუატაციიდან, რის შემდეგაც დღემდე მუდმივი შეკეთების რეჟიმშია. უხარისხო მშენებელობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბათუმის ბულვარი, რომელიც ერთმა საშუალო სიმძლავრის შტორმმაც კი მიწასთან გაასწორა. ყველას ახსოვს, თუ როგორ ჩამოდიოდა წვიმის დროს წყალი ქუთაისში აშენებულ პარლამენტის შენობასა თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სააკაშვილის სანაქებო იუსტიციის სახლს კი თბილისში ძლიერმა ქარმა პირველივე დაბერვისთანავე გადაჰხადა სახურავი. მსგავსი მაგალითი უამრავია, აღნიშნულიდან გამომდინარე „პოზიცია“ მიმართავს შესაბამის ორგანოებს, გამოიკვლიონ ზემოხსენებული საკითხები და პასუხისგებაში მიეცენ ის პირები, რომელთაც უხარისხო მშენებლობებში მიუძღვით წვლილი“,-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი