დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში წიგნის - „დარდების შემგროვებელი“ - პრეზენტაცია შედგა. გამოცემა ცნობილ ქართველ მწერალსა და კინორეჟისორზე, გოდერძი ჩოხელზე მოგონებებს მოიცავს.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, წიგნის გამოცემის ორგანიზატორი ნინო ზედელაშვილი, გოდერძი ჩოხელის მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები.

ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.