წყალტუბოს მერმა ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა
28-02-2018, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მშენებარე ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა. მერმა, მშენებლობის დეტალების გაცნობის შემდეგ, სამუშაოების შემსრულებელი ფირმის „T.G. Junior “-ის წარმომადგენელს ბოლო მითითებები მისცა.

 


„მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში გაკეთდა ფართის შიდა კოსმეტიკური და ფასადური სამუშაოები, დასრულებულია იატაკის, კედლების და ელეტროგაყვანილობის სამუშაოები, გაკეთდა სველი წერილები, ჩასმულია კარ-ფანჯრები.

 

 

ცენტრი მდებარეობს ყოფილი ცენტრალური ბიბლიოთეკის ადგილზე. ობიექტის გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 

 

წყალტუბოში ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის დაარსების იდეა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, ცოტნე ზურაბიანს ეკუთვნის. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 143 ლარი დაიხარჯა.

 


ინოვაცნიური ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით იფუნქციონირებს, წყალტუბოში შეიქმნება სახალხო სივრცე, სადაც დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს. ინოვაციების ცენტრში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ იდეები და პროექტები, რომელთა რეალიზებაშიც მათ ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი დაეხმარებათ.

 


ცენტრში ჩამოყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში. ინოვაციების ცენტრში შესაძლებელია იქნება როგორც პრეზენტაციების გამართვა, ასევე შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ცენტრის წარმომადგენლებთან", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი