საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ხელს არ აწერს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, კანონპროექტები ხელმოსაწერად გადმოეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ეს კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. ამის შემდეგ, პარლამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით იმსჯელა მოტივირებულ შენიშვნებზე. მოტივირებული შენიშვნები არ იყო გაზიარებული. პარლამენტმა კვლავ უყარა კენჭი მიღებულ ცვლილებებს და კვლავ დაუჭირა მას მხარი. როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს, ეს კანონპროექტები კვლავ გადმოიგზავნა პრეზიდენტთან. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება - ის ხელს არ აწერს ამ კანონპროექტებს”, აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.