მიმდინარეობს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური ხასიათის დევნა, ამ შეკითხვით მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ლიტველმა ჟურნალისტმა მიმართა. მარგველაშვილი აცხადებს, რომ მისმა წინამორბედმა „პასუხგაუცემელი დატოვა მრავალი შეკითხვა“ და „მას [სააკაშვილს] აკისრია პასუხისმგებლობა უპასუხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს“.
„მე ვფიქრობ, რომ ბატონმა სააკაშვილმა საქართველო დატოვა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ისე, რომ პასუხგაუცემელი დატოვა მრავალი შეკითხვა. მჯერა, რომ, როგორც ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, მას აქვს პასუხისმგებლობა, პატივი სცეს სასამართლოსა და სამართალდამცავებს. ის ორჯერ იყო ამ ერის პირველი პირი და მას აკისრია პასუხისმგებლობა უპასუხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს. მხოლოდ მისი პასუხების შემდეგ, შეგვეძლება განვსაზღვროთ მის მიმართ დასმული კითხვები ადეკვატური იყო, თუ პოლიტიკურად მოტივირებული“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინგლისურ ენაზე მიცემულ ინტერვიუში, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.