ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უკრიანულ მედიაში, საქართველოს მიერ ძებნილის, ზურაბ ადეიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნებას ეხმიანება და გაზეთ „ალიასთან" ახალ პოლიტიკურ მოლოდინებზე საუბრობს.
ხაჭაპურიძის თქმით, გარკვეული ტენდენციები იმის ფიქრის საშუალებას იძლევა, რომ გარე ძალებს „ქართული ოცნების" პოლიტიკური რადარიდან გაქრობა და ძებნილი „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების „გაპრავება" სურთ.
„მესმის კულუარულად უცნაური რაღაცები, ადეიშვილზე მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ახლა ამ ყველაფრის გადადება, საქმის შეწყვეტა ადეიშვილზე პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ უნდა ახსნას იგივე ბიძინა ივანიშვილმა? ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში არის, მაგრამ ეს იქნება „ქართული ოცნების" სიკვდილი. რაღაც უცნაური თამაში რომ მიდის, ეს ფაქტია, უკვე აშკარაა, ახლოვდება არჩევნები და საქმე მთლად ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, ჩვენ ვდგავართ ახალი პოლიტიკური სპექტაკლის წინაშე.
სამართლებრივი თვალსაზრისით ესეც შესაძლებელია, მეც მაქვს ასეთი ინფორმაცია. მე ვხედავ, რომ გარე ძალებს აწყობთ, საერთოდ გაქრეს „ქართული ოცნება" პოლიტიკური ორბიტიდან. სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს ვგულისხმობ, ჩვენ გვახსოვს, როგორ შეთანხმებულად მოიყვანეს ამერიკელებმა და რუსებმა სააკაშვილი ხელისუფლებაში, ასევე გვახსოვს, როგორ შეთანხმებულად წაიყვანეს."- განაცხადა ადვოკატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.