ვანის მერიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისა და საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ იმსჯელეს
28-02-2018, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან თათბირი გაიმართა. თათბირს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

 

 

„შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის სანფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ივანე სანადირაძე. მან მერის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის #224, 2018 წლის 30 იანვრის განკარგულება გააცნო, რომელიც შეეხება ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებს. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების კოორდინაციის მიზნით, შექმნილია სამთავრობო კომისია. ადგილობრივ მოსახლეობას უკვე დაურიგადა ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველი პრეპარატები, ვისაც ჯერ კიდევ არ აუღია აღნიშნული პრეპარატი, შეუძლია მიმართოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობებს სოფლებში და ქალაქ ვანში.

 

 

დღევანდელ თათბირზე ისჯელეს საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე. წელს ვანის მუნიციპალიტეტს ტექნიკით „შპს მექანიზატორი“ დაეხმარება, რათა დაცული იყოს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების აგროვადები.

 

 

დასასრულს, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის სანფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებაც მიეწოდათ ინფორმაცია. მსგავსი თათბირები ვანის მუნიციპალიტეტში ყოველი კვირის ოთხშაბათს იმართება, რაც სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას უწყობს ხელს", აღნიშნულია ვანის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი