ლენტეხის მერი: 2018 წელს მუნიციპალიტეტში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება
28-02-2018, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

 

 

როგორც ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, პროექტებს, რომელთა უმრავლესობაც საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლის სისტემების მოწესრიგებას უკავშირდება, რეგიონული განვითარების ფონდი, ჯამში, 1 800 214 ლარით დააფინანსებს.

 

 

„2018 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტთა შორის ერთ-ერთი დიდი პროექტი არის დაბა ლენტეხის კეთილმოწყობა, რაშიც ცენტრალური მოედნისა და ქუჩების ტროტუარების, ასევე გარე განათებების გაკეთება იგულისხმება. პროექტი ნახევარმილიონიანია.

 

 

მეორე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არის დაბა ლენტეხის ქუჩების ასფალტირება, რაზეც 360 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, გვიმბრალასა და ხელედში წყლის სისტემების აღდგენა იგეგმება. აღნიშნულ პროექტზე 120 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღებში სველი წერტილების მოწყობა. თანხა - 120 000 ლარია.

 

 

სტადიონების მშენებლობა და მეორე ეტაპის დასრულება - დაწყებულია სტადიონების მშენებლობა და მშენებლობის დაწყებასთან ერთად, ძველი სამუშაოებიც განახლდება, რომლებიც კლიმატური პირობების გამო ვერ დასრულდა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 150 000 ლარია გათვალისწინებული.

 

 

მუნიციპალიტეტის შიდასასოფლო გზებზე ბეტონის სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც ჯამში, 230 600 ლარი დაჯდება.

 

 

შემდეგი პროექტი დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკების კიბის მოწყობას ითვალისწინებს, რაზეც 326 530 ლარი დაიხარჯება", განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა, რომლის თქმითაც, აღნიშნული პროექტებიდან ყველა პროექტი დამტკიცებულია, ხოლო ტენდერზე დადებულია მხოლოდ ორი - ამაღლების ეკლესიისა და სტადიონების პროექტები. მერის ინფორმაციით, ტენდერები, დაახლოებით, ათ დღეში დასრულდება და შემდეგ უკვე ერთ კვირაში სამუშაოები დაიწყება.

 

 

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ სასაშის შესასვლელი, 2018 წლის იანვარი, GUARDIAN.GE-ს ფოტო)

 

 

როგორც ბადრი ლიპარტელიანმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მუნიციპალიტეტში წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს დიდ პროექტს - ეს არის სასაშიდან მარგვიშამდე 11-კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტირება.

 

 

„აღნიშნული პროექტების გარდა, გვაქვს ასევე პროექტები მთის პროგრამით. პროექტები დაფინანსებული არ არის, მაგრამ გვპირდებიან დაფინანსებას. ეს პროექტებია:

 

 

(დაბა ლენტეხი, 2018 წლის იანვარი, GUARDIAN.GE-ს ფოტო)

 

 

დაბა ლენტეხში არქიტექტურული კომპოზიციის გაკეთება - მონუმენტის გაკეთებას ვაპირებთ, რისთვისაც, დაახლოებით, 180 000 ლარია საჭირო;

 

 

არის კიდევ მერიის ადმინისტრაციული შენობის აღდგენის პროექტი და ასევე ე.წ. მჟავე წყლების აღდგენა. აღნიშნულ პროექტებზე ველოდებით დაფინანსებას. გარკვეულ თანხებს ველოდებით ასევე სტიქიიდან და ბუნებრივია, ამ თანხებითაც მნიშნველოვან საქმეებს გავაკეთებთ.

 


გეტყვით ასევე, რომ გვაქვს დაუსრულებელი, გარდამავალი პროექტებიც, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ესენია:

 

 

 

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუჯიში გზის მოსასწორებელი სამუშაოები. პროექტის 80% შესრულებულია, დარჩენილი 20% კი, წელს დასრულდება.

 

 

ასეთივეა სოფელ ხოფურის ხიდის ბურჯების გამაგრება;

 

 

სოფელ ხელედში გაბიონებისა და წყალგამტარი მილების მოწყობის პროექტი;

 

 

მარგვიშის ღელის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები;

 

 

საყდარში მდინარის, ხოლო თეკალში ღელის კალაპოტების გაწმენდა;

 

 

სოფელ ჭველფში წყალსადენის აღდგენა;

 

 

გულიდაში და ბაბილში დამცავი გაბიონების მოწყობა;

 

 

ცანის თემის სოფლებში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;

 

 

ჩიხარეშსა და მელეში საავტომობილო გზების შეკეთების სამუშაოები", განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

 

 

კომენტარები: 3
#3  ნინო
      
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, თუ იცოდით, რომ წინა ხელმძღვანელობას სერიოზული დარღვევები ჰქონდა, რატომ თავის დროზე არ ამხილეთ, რაც შეეხება ახალ მერს და საკრებულოს,მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ,თქვენ თუ სიმართლეს ამბობთ, ინკოგნიტოდ დარჩენას რატომ ამჯობინებთ.
4 მარტი 2018 10:33
#2   გუკა
      
ამხელა სულ არ არის დაბა რაც ფულია გამოყოფილი, ვნახოთ რას იზამენ. ისე ჟახუნდერშიც შეგეხედათ ცალი თვალით მაინც......
2 მარტი 2018 10:22
#1  ლ. ქ.
      
ძველმა გამგებელმა და მისმა ბანდამ შეჭამა რაიონი და ახლა მღვდლის მანტიაში მოევლინა სვანეთს, ვაი სირცხვილო და მას უნდ ავაბაროთ აღსარებები? ახალზე არაფერს ვიტყვი, ახლა დაიწყო მუშაობა, ექიმი კაცია და ცუდს ვერ ვიტყვი ჯერ, მაგრამ 1 წელიწადში თუ ვერაფერი ვერ შეცვალა, მაშინ მაგასაც არ დავინდობ. ქვემო სვანეთისნაირი უპატრონო მხარე საქართველოში კი არა აფრიკაშიც არ მეგულება. ჭამენ და ჭამენ ამ ულამაზეს მხარეს და ვერ გაძღნენ, მიხედეთ რაიონს, თორემ მაქვს დოკუმენტები და მიმვმართავ ჟურნალისტებს და არ დაგინდობთ.
28 თებერვალი 2018 12:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი