ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მისაღები გამოცდებისთვის ემზადება - პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
01-03-2018, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. საინფორმაციო კამპანია იმერეთის შემდეგ, კახეთში, კერძოდ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.

 


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლიცეუმის წარმომადგენლები სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს შეხვდნენ. სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა და კადეტებმა პანკისის ხეობის მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვა საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს შეეძლებათ, რომლებსაც 9 კლასი დასრულებული აქვთ. ლიცეუმში ჩარიცხვის შემდეგ კადეტები ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიას, სამხედრო საქმეს, ტოპოგრაფიას და ინფორმატიკას შეისწავლიან. ლიცეუმში სწავლა 3 წლიანია. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატის მიიღებენ.

 

 

 


საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პანკისის ხეობაში მცხოვრებმა არაერთმა მოსწავლემ, რომელიც 9-ე დამამთავრებელ კლასშია, სწავლის გაგრძელების სურვილი სამხედრო ლიცეუმში უკვე გამოთქვა.

 


2018 წლის ივნისში მისაღებ გამოცდებზე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი სკოლის მოსწავლეები ფიზიკური ნორმატივების და უნარ-ჩვევების გარდა, გამოცდას მათემატიკაშიც ჩააბარებენ.

 


პანკისის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიმართება. ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი