„თითოეულმა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ ფეხს ვერ გადადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან“ - „ევროპული საქართველო“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის ინიციატივით გამოდის
01-03-2018, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებისკენ მოუწოდებს.

 

 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეს იქნება ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგი, სადაც შევლენ სეპარატისტული ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი ის პირები, რომლებიც ეთნიკური ქართველების მიმართ დანაშაულს ჩაიდენენ.

 


„ევროპული საქართველო“ გამოვიდა ინიციატივით გაკეთდეს სპეციალური სია. სანქციების სია, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას. და მიღებული იქნას სპეციალური ზომები იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი სეპარატისტული ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი თითოეული ასეთი ადამიანი ვინც მოახდენს საქართველოს მოქალაქეების, ქართველების მკვლელობას, ან მათ წამებას, ან მათ შეურაცხყოფას და სხვაგვარ დასჯას, თითოეულმა ასეთმა ადამიანმა იცოდეს რომ მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები მათ შეეხება ყველგან სადაც კი ფეხს გადადგამენ. თითოეულმა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მიწა დაიწვება და ფეხს ვერ გადადგამენ ოკუპირებული ტერიტორიიდან სასჯელის გარეშე. ასეთი ნაბიჯების და ასეთი ზომების გარეშე, ვფიქრობ, შეუძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვა", განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი