მოსკოვში, ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება მიჩნეული იქნება, როგორც ბირთვული თავდასხმა და პასუხი დაუყოვნებლივ იქნება გაცემული.
მისი თქმით, მაღალტექნოლოგიური სტრატეგიული იარაღის შექმნის, მათ შორის ისეთი რაკეტის ქონის მიუხედავად, რომელსაც „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიღწევა“ შეუძლია, რუსეთის ფედერაცია არავის არ ემუქრება და არ აპირებს ვინმეზე თავდასხმას.
მან რუსეთის მზარდი სამხედრო ძალაუფლების მქონე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების გარანტია უწოდა.
იგი მიიჩნევს, რომ რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა აშენონ მომავალი, გადაწყვიტონ პრობლემები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.