პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დღის წესრიგში ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეტანა მოითხოვეს.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოვლენების ექსკალაცია, ბორჯომში ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა.
„გუშინდელ დღეს, ბორჯომში, მოვლენების ესკალაციას საფუძველი დაუდო თქვენმა და სერგო რატიანის ჩასვლამ და იქ საკითხისთვის პოლიტიკური ხასიათის მიცემამ“, განაცხადა ზაზა გაბუნიამ, რაზეც ნიკა მელიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა:
„ზაზა პირდაპირ გეტყვი, რომ უნამუსო ხარ. დღის 12:00 საათზე უმოწყალოდ იყო ნაცემი საკრებულოს დეპუტატი. მას შემდეგ რაც დეპუტატები გამოკეტეს და ტყვეობაში აიყვანეს, ამის შემდეგ ჩავედი. არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ, რომ თურმე მე ვყოფილვარ ესკალაციის ფაქტორი. დეპუტატები რომ არ ჩავსულიყავით, სისხლიც დაიღვრებოდა და შეიძლება ვიღაც საერთოდ ფიზიკურად განადგურებულიყო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.