აქ იქნა აღწერილი გუშინდელი მოვლენები და სამწუხაროდ, ეს მოვლენები, თქვენს აღწერილობაში არის ცალმხრივი და თქვენი ბინოკლიდან დანახული, მიმართა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ბორჯომში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
გაბუნიას თქმით, „ყველა უწყება ჩართული იყო ამ პროცესში, რომელთა მიზანი და განსაკუთრებით სამართალდამცავი უწყებების მიზანი იყო იქ მიმდინარე პროცესებს არ მიეღო უმართავი სახე".
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დღის წესრიგში ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეტანა მოითხოვეს.
გაბუნიას განცხადებით, ბორჯომში მიმდინარე მოვლენებზე დისკუსიის საკითხის დაყენებით, ოპოზიციამ პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია.
„კომიტეტის სხდომა მოიწვევა ერთი კვირით ადრე, მაგრამ, ამავდროულად, პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს უფლებამოსილება, რომ წერილობით მიმართოს კომიტეტს, თუკი მას რაიმე ახალი საკითხის შემოტანა სურს დღის წესრიგში რეგლამენტის დაცვით. ამიტომ ვერც ერთ შენიშვნას ვერ მივიღებთ იმაზე, რომ კომიტეტი არ ფიქრობს მნიშვნელოვან საკითხებზე, არ საუბრობს და განცხადებებს არ აკეთებს. თქვენ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანის ლეგიტიმური უფლება გქონდათ და არ გამოიყენეთ", განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.