თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ბრიტანელმა ექსპერტმა ლექცია წაიკითხა
01-03-2018, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტი ეწვია. მაიკლ კოდნერმა DIB-ში შეკრებილ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს თემაზე „შეკავება და სამხედრო ძალის გამოყენებით იძულება“ ლექცია წაუკითხა. მან მსმენელებს სამხედრო კონფლიქტის დროს შეკავების საშუალებებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მაიკლ კოდნერმა პრევენციის გზებსა და დიპლომატიის როლზეც ისაუბრა. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი ინტენსიურად თანამშრომლობენ. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. გასულ კვირას მაიკლ კოდნერმა ლექცია სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ჩაატარა.

 

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში ამოქმედდა თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური სამხედრო და სამოქალაქო კადრების მომზადებას თავდაცვის ანალიზის სპეციალიზაციით. RUSI-ის ექსპერტები გაუძღვებიან ომის ტრანსფორმაციის - ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომების მოდულს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი