ქემოკლიძის თქმით, ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე პასუხი ვერ მიიღო, რის გამოც სხდომა დატოვა
01-03-2018, 17:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ერგნეთში‌ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

 

როგორც ქემოკლიძემ განაცხადა, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქართულმა მხარემ აღნიშნულ შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მკაფიო პასუხები ვერ მიიღო.

 

 

„ძალიან რთული სხდომა იყო. დღევანდელ შეხვედრაზე ორი კითხვა დაისვა, ტატუნაშვილის საკითხის განხილვის კონტექსტში, როდის მოახერხებს ოჯახი ცხედრის მიღებას და როდის შეეძლება ორ მოქალაქეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. ​სამსაათნახევრიანი დისკუსიის შემდეგ, ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა სხდომა. ​ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, მაშინ როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი დაუბრუნდება თავის ოჯახს და იმ ორ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმყოფება ოკუპირებულ ახალგორში მიეცემა ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება. ცხედარი იმყოფება ცხინვალში. მასალა გადაგზავნილია რუსეთის ერთ-ერთ საექსპერტო ბიუროში. თუ რომელ ბიუროშია, არ დაასახელეს. არ დაკონკრეტებულა, როდის მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება ოჯახისთვის. აცხადებენ, რომ როდესაც მიიღებენ რუსული საექსპერტო ბიუროსგან დასკვნას, მაშინ შეეძლებათ ცხედრის დაბრუნება ამ საექსპერტო ბიუროს დასკვნასთან ერთად. ეს არის ცხადია კატეგორიულად მიუღებელი შეფასება და ამ შეფასებებს ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის დატოვება მოგვიწია“, განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი