ევროპის დიდ ნაწილში მეორე დღეა, რაც ძლიერი თოვა და ყინვები გრძელდება, რის გამოც მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა. ინტენსიურმა თოვამ სატრანსპორტო ქაოსი შექმნა, ჩაკეტილია გზები, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა და გაუქმებულია ასეულობით რეისი.
ციმბირიდან გავრცელებულმა უჩვეულოდ ცივმა ამინდმა ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთ ნაწილამდე ტერიტორია მოიცვა.
როგორც BBC იუწყება, გაუარესებულ ამინდთან დაკავშირებული მსხვერპლის რიცხვმა 55-ს გადააჭარბა, მათ შორის 21 პოლონეთში არის გარდაცვლილი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ძლიერი ყინვები ყველაზე მეტ დარტყმას უსახლკაროებს და მიგრანტებს მიაყენებს.
„სიცივესთან დაკავშირებული ავადმყოფობების რისკქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმულები, ბავშვები და ის ადამიანები არიან, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ ანდა ფიზიკური ან გონებრივი შეზღუდვები აქვთ“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამინდის სისტემამ სხვადასხვა მეტსახელი დაარქვა ციმბირულ ციკლონს. დიდ ბრიტანეთში მას „ნადირი აღმოსავლეთიდან“ უწოდეს, ნიდერლანდებში „ციმბირული დათვი“, შვედეთში კი „თოვლის კანონადა“.
თოვლი სურნელოვანი ფრანგული რივიერას სანაპიროებზეც კი გამოჩნდა, სადაც ეს იშვიათობაა.
ირლანდია კი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერ თოვას მოელის, რადგანაც ქარიშხალი „ემა“ მას სამხრეთიდან უახლოვდება.

(დუბლინის აეროპორტი)
დუბლინის აეროპორტიდან და აეროპორტისკენ ფრენები შეჩერებულია და ვარაუდობენ, რომ შეფერხებები სულ მცირე შაბათამდე გაგრძელდება.
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ადმინისტრაცია იძულებული გახდა ხუთშაბათ დილით აეროპორტი დაეხურა, მაგრამ მას შემდეგ რაც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები თოვლისაგან გაიწმინდა, აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეს სიახლოვეს, დაახლოებით 2 000 მძღოლი იყო გაჭედილი ავტომაგისტრალზე. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ გზაზე თითქმის 24 საათი იყვნენ გაჩხერილები.
ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტიც ძლიერი ქარისა და ყინვების გამო იძულებული გახდა დაკეტილიყო, რამაც KLM-ის ავიახაზების ათეულობით რეისის გაუქმება ან გადადება გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.